saqarTvelos mdinareebi - Rramula
ტერიტორიული ერთეულები | ჯავის მუნიციპალიტეტი |
სათავე | მაღრან-დვალეთის კავკასიონი 42°30`38` ჩ. გ. 43°49`49` ა. გ. |
შესართავი | ჯეჯორა 42°31`41` ჩ. გ. 43°41`29` ა. გ. |
სიგრძე | 17 კმ |
აუზის ფართობი | 45.3 კმ² |
წყლის ხარჯი (საშ.) | 1.36 მ³/წმ |
მდინარე საქართველოში, შიდა ქართლის მხარეში, ჯავის მუნიციპალიტეტში. წარმოადგენს მდინარე ჯეჯორის მარცხენა შენაკადს. სათავე აქვს მაღრან-დვალეთის კავკასიონის სამხრეთ კალთაზე, ზღვის დონიდან 2640 მ სიმაღლეზე. სიგრძე 17 კმ, აუზის ფართობი 45,3 კმ². საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლით. წყალდიდობა გაზაფხულზეა, წყალმცირობა - ზამთარში, წყალმოვარდნები - ზაფხულ-შემოდგომაზე. საშუალო წლიური ხარჯი 1,36 მ³/წმ.